08 დეკემბერი 2024,   13:30
ვრცლად
უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი ქუჩები - ესპანეთი ისევ დამანგრეველ სტიქიას ებრძვის

უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი ქუჩები - ესპანეთი ისევ დამანგრეველ სტიქიას ებრძვის. საგანგებო ჯგუფები 24 საათის განმავლობაში ცდილობენ, რამდენიმე ლოკაციაზე წყალდიდობის მძიმე შედეგებს გაუმკლავდნენ და ადგილობრივებს დაეხმარონ.

ვალენსიაში დამანგრეველი წყალდიდობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სტიქიურ უბედურებას ებრძვის კატალონიაც. მოვარდნილმა წყალმა მანქანები გაიტაცა, პარალიზებულია ქუჩები. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამაშველო ჯგუფები და მათთან ერთად მოხალისეები ამ დრომდე ცდილობენ ზარალი მინიმუმამდე დაიყვანონ, თუმცა გასული კვირის სტიქიამ ქვეყანას დიდი ადამიანური და მატერიალური ზიანი უკვე მიაყენა.

გასულ კვირას, ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სულ მცირე 220 - ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 93 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. წელს, ესპანეთში რეკორდულად ყველაზე წვიმიანი ოქტომბერი დაფიქსირდა.

ცნობილია ოფიციალური სტატისტიკა. მონაცემები აჩვენებს, რომ სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზარალმა 10 მილიარდ ევროს უკვე გადააჭარბა.

ავტორი: მარიამ იობიძე 

 

 

 

 

 

დღის ამბები