ჩრდილოეთ ღაზაზე ისრაელის თავდასხმას 32 პალესტინელი ემსხვერპლა. როგორც Al Jazeera წერს, შემთხვევა ჩრდილოეთ ჯაბალიაში მოხდა.
ჯაბალია ერთ-ერთია ჩრდილოეთ ღაზას იმ 3 ქალაქს შორის, რომელიც, უკვე თვეზე მეტია, ისრაელის ალყაშია.
"დაღუპულია ოჯახების სრული შემადგენლობა - მშობლები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად", - აცხადებს Al Jazeera-ს კორესპონდენტი.
თავდასხმა დილის 6:00 საათზე მოხდა.
"თვითმხილველის თქმით, რაიონის ტერიტორიაზე სიმშვიდე იყო. უეცრად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შენობა, რომელსაც თავს დევნილი ქალები და ბავშვები აფარებდნენ, დაბომბეს", - წერს Al Jazeera.