08 დეკემბერი 2024,   10:12
ვრცლად
რუსეთმა სუმის ოლქს შეუტია, დაარტყეს ოდესასაც - რა ვითარებაა უკრაინაში

უკრაინაში ვითარება უცვლელია. რუსეთმა სუმის ოლქს შეუტია. დაშავებულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე. უპილოტო საფრენი აპარატებით, შეტევა იყო ოდესაზეც, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

რუსული ჯარები ხარკოვის მრავალსართულიან კორპუსს მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხნენ თავს.

"დღეს უკვე გავმართე რამდენიმე შეხვედრა თავდაცვის საკითხებზე. პირველი ეხებოდა ჩვენს სპეციალიზებულ წარმოებას, ჩვენს სტრატეგიულ ინდუსტრიებს, ჩვენს იარაღს. წელს ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა რამდენიმე მიმართულებით. ეს არის ჩვენი უკრაინული არტილერია - ჩვენი ჭურვები, ჩვენი იარაღი. სამწუხაროდ, ამ კვირაში უკრაინამ რუსეთის სასტიკი თავდასხმები განიცადა ხარკოვზე, დონეცკის ოლქზე, სუმის რეგიონზე, ოდესასა და სხვა ოლქებზე. ყოველი შეხვედრა, ყოველი მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ყოველთვის არის საუბარი უკრაინის დამატებით დაცვაზე რუსული ტერორისგან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები