26 დეკემბერი 2024,   15:05
ვრცლად
ექსპერტების მოსაზრებით, ქოლესტერინის დონის 5-წუთიან შემოწმებას შეუძლია განსაზღვროს დადგება თუ არა დემენცია 6 წლის შემდეგ

ახალი კვლევების მიხედვით, ქოლესტერინის დონის უბრალო შემოწმებას შეუძლია იწინასწარმეტყველოს დემენციის განვითარება, დიაგნოზის დასმამდე 6 წლით ადრე.

ის, რომ ქოლესტერინის დონე კავშირშია დაავადების განვითარების რისკთან, რომელიც მეხსიერებას ანგრევს, ამას ძველი კვლევებიც ადასტურებს.

თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა, რომლებიც 70 წლის ასაკის 10 000-მდე ადამიანს აკვირდებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათთვის, ვისაც ქოლესტერინის დონე სტაბილური ჰქონდათ, კოგნიტური უნარების დაქვეითების ან დემენციის დიაგნოზის დასმის ალბათობა გაცილებით მცირე იყო.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ქოლესტერინის დონის რუტინული გადამოწმებით, შესაძლოა იმ ადამიანების აღმოჩენა, რომლებსაც ქოლესტერინის დონის არასტაბილურობა გააჩნიათ, რაც დასაშვებს გახდის პაციენტებმა მკურნალობა მეტად ადრე მიიღონ.

თუმცა, მკვლევარებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქოლესტერინის დონის მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია, აღნიშნეს, რომ სამუშაოები ძირითადად დაკვირვების ხასიათს ატარებს და ვერ სცემენ პასუხს კითხვას, თუ რატომ ზრდის დაავადების განვითარების რისკს ქოლესტერინის მაჩვენებლების რყევები.

კვლევის  წამყვანი ავტორი, ქრონიკული დაავადებებისა და დაბერების ექსპერტი მონაშას უნივერსიტეტიდან (მელბურნი), ექიმი ჩჟენ ჩჟოუ ამბობს: "ხანშიშესული ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც ქოლესტერინის დონის რყევები აქვთ, რაც არ არის დამოკიდებული ლიპიდოდამწევ პრეპარატებთან, მოითხოვს მეტად ფრთხილ მონიტორინგს," - აცხადებს ის.

პროფესორი ფერნანდო ტესტაი, ექსპერტი ნევროლოგიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ილინოისის უნივერსიტეტიდან (ჩიკაგო) ამბობს, რომ "ეს კვლევა ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების თავსატეხში გვმატებს მნიშვნელოვან ნაწილს და ადასტურებს, რომ ქოლესტერინის დონის ცვალებადობის მატება დაკავშირებულია კოგნიტური უნარების დაქვეითებასთან", - აღნიშნა პროფესორმა.

კვლევაში არ მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ან მიატოვეს ლიპიდოდამწევი პრეპარატების მიღება.

პრაქტიკული თვალსაზრისით, თუ არ მივყვებით სტრატეგიებს, რომლებიც ლიპიდურ პროფილს აუმჯობესებს, ისეთს როგორიც არის ჯანსაღი კვება და ფიზიკური ვარჯიშები, შესაძლოა ამან დაამძიმოს მავნე ლიპიდების ზემოქმედება ტვინზე.

6-წლიანი დაკვირვების განმავლობაში, 509 მონაწილეს განუვითარდა დემენცია, 1760 - კოგნიტური დარღვევები დემენციის გარეშე.

მეცნიერების თქმით, დემენციის განვითარების ალბათობა 60%-ით მაღალია მათთან, ვისაც ქოლესტერინის დონის მაღალი ცვალებადობა გააჩნდა და პირველ 25%-ში შედიოდა. მათ შორის, ისინი 23%-ით უფრო ხშირად იტანჯებოდნენ კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითებით.

დღის ამბები