06 დეკემბერი 2024,   15:24
ვრცლად
თბილისის ცენტრში კვლავ აქცია იმართება - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

თბილისის ცენტრში ისევ საპროტესტო აქცია იმართება. "საქართველო ევროპაა" - ამ სახელწოდებით, დემონსტრაცია პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შესაძლოა, თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც მიმართონ.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. დამონტაჟებულია სპეციალური სცენა და ხმის გამაძლიერებლები. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები და პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები