08 დეკემბერი 2024,   05:05
ვრცლად
"საქართველო იქნება თავისუფალი, საქართველო იქნება ევროპაში, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი" - მიჰაუ კამინსკი თბილისში გამართულ აქციაზე გამოსვლისას

რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა,
ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმაც მიიღეს.

სხვებთან ერთად, შეკრებილებს სიტყვით მიმართა პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა. მიჰაუ კამინსკიმ განაცხადა, რომ თავისუფალი უნდა იყოს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

"მე აქ თქვენს ბრწყინვალე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ვიდექი. პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როდესაც რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ. მაშინ საქართველო გადარჩა. საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს. არავინ უნდა გაბედოს მოიპაროს თქვენი ხმები, თქვენი თავისუფლება. საქართველო იქნება თავისუფალი, საქართველო იქნება ევროპაში. ბოლოს გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი", - აცხადებს პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.







დღის ამბები