14 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
ჰაიტის დედაქალაქში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს და სტიუარდესა დაჭრეს

ჰაიტის დედაქალაქში სამგზავრო თვითმფრინავი დაცხრილეს - Spirit Airlines-ის რეისს, რომელმაც ფრენა ფლორიდიდან განახორციელა, დაშვებამდე რამდენიმე მეტრში, ბანდიტებმა ცეცხლი გაუხსნეს და სტიუარდესა დაჭრეს.

სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებში ჩანს ხვრელი, რომლის გავლითაც ტყვია თვითმფრინავში მგზავრების ზევით არსებულ კარადებს მოხვდა.

თვითმფრინავი გადაამისამართეს და ჩვეული ლოკაციის მაგივრად, ის დომინიკანის რესპუბლიკაში დაეშვა.

"თუსენთ ლუვერტურის" საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა - ამის შესახებ ჰაიტიში მდებარე აშშ-ის საელჩოში განაცხადეს.

Police officers patrol the area during an exchange of gunfire between gangs and police in Port-au-Prince, Haiti, Monday, Nov. 11, 2024. (AP Photo/Odelyn Joseph)

ჰაიტის ბანდები, რომლებიც დედაქალაქის 80%-ს აკონტროლებენ, ასევე საკვანძო გზებს და ინფრასტრუქტურას, პოლიტიკური არასტაბილურობის გამოყენების მიზნით ხშირად ესხმიან თავს მასშტაბურ აეროპორტებს, ისეთებს როგორიც Toussaint Louverture International არის.

2024 წლის დასაწყისში, ბანდების კოორდინირებული თავდასხმების შედეგად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს პოლიციის განყოფილებები, აეროპორტს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც აეროპორტი 3 თვით დაიხურა და ჰაიტის ორ უდიდეს საპატიმროში შეიჭრნენ.

დღის ამბები