არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე კოალიცია "ძლიერი საქართველოს " წევრი, საბა ბუაძე და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი თენგო თევზაძე დაიკითხნენ.
საბა ბუაძის განცხადებით, პროცესზე წარადგინა ქალის ვიდეო, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი ოთხ წელზე მეტია გარდაცვლილია, ის საარჩევნო სიაში მაინც იმყოფებოდა.
საქმის პროკურორის ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი ყველა სახის ინფორმაცია გადამოწმდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრიც დაიკითხა.
"მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ ზოგადად, თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება მას არ დაუსახელებია, მხოლოდ და მხოლოდ მიგვითითა ორი გარდაცვლილი პირის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ, ასევე დაასახლა ერთი გარემოება არასწორი მისამართის არსებობის შესახებ კონკრეტულ პირთან მიმართებაში. ცხადია, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდება. კონკრეტულ ინფორმაციას დაკითხული პირებისა და მათი ვინაობების შესახებ ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში, დაკითხულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის არაერთი წარმომადგენელი", - განაცხადა ლაშა ცქვიტარიამ.