27 დეკემბერი 2024,   00:59
ვრცლად
ქალაქი ფოთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მრავალმხრივი თანამშრომლობა ტექნოლოგიების, ეკონომიკის, განათლების და ტურიზმის მიმართულებით. 

"ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ ჩვენი ქალაქის სწორი პოზიციონირებისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, როგორც ჩვენი ლოჯისტიკური მნიშვნელობის განსამტკიცებლად, ასევე ტურისტული შესაძლებლობების განსავითარებლად", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიენიანგი ცნობილია ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მაღალი დონით.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს სიჩუანსა და საქართველოს შორის იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ მიაღწია დაახლოებით 151 მილიონ RMB-ს, რაც 68,67%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. 

გარდა ამისა, ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა დაიწყო მარშრუტი მიენიანგიდან საქართველოში, რაც გულისხმობს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქციის ტრანსპორტირებას.

დღის ამბები