09 დეკემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ედინბურგის ზოოპარკში, წითელი პანდის შვილი, ფეიერვერკის ხმაურისგან გამოწვეულ სტრესს ემსხვერპლა

ედინბურგის ზოოპარკში, წითელი პანდის შვილი, ფეიერვერკისგან გამოწვეული სტრესით გარდაიცვალა - ვეტერინარი ექსპერტების თქმით, ჩვილი პანდა "კოცონების ღამეს" გასროლილი ფეიერვერკების ხმით გამოწვეული სტრესისგან გარდაიცვალა.

შოტლანდიის სამეფო ზოოლოგიის საზოგადოების განცხადებით, სამი თვის როქსი საკუთარი ღებინებით დაიხრჩო მაშინ, როდესაც მთელ ქალაქში პიროტექნიკას აფეთქებდნენ.

როქსის დედა, ჯინჯერი ასევე გარდაიცვალა 5 დღით ადრე, რაზეც ვეტერინარები არ გამორიცხავენ, რომ დედა პანდის სიკვდილიც, ფეიერვერკისგან გამოწვეული ხმაურით მოხდა.

ედინბურგის ზოოპარკი ცხოველთა დაცვის ქველმოქმედ ორგანიზაციებს უერთდება, ასევე სხვა კამპანიებსაც, რომლებიც ფეიერვერკების შეზღუდვის გამკაცრებას მოუწოდებენ.

წითელი პანდები აღმოსავლეთ ჰიმალაიში და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში ცხოვრობენ, თუმცა გადაშენების მყოფ სახეობას შეემატნენ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა და ბრაკონიერებმა საარსებო გარემოსთვის ზიანის მიყენება დაიწყეს.

წყარო: BBC

დღის ამბები