24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპელი პოლიტიკოსების თქმით, ევროპა არის კომპრომისი, ევროპა არის დიალოგი და გამჭვირვალობა - ამ ფონზე, საქართველოსთან მიმართებაში, ევროპა არის ულტიმატუმი?

"თქვენ თუ ევროპელ პოლიტიკოსებს მოუსმენთ, ევროპა არის კომპრომისი, ევროპა არის დიალოგი, გამჭვირვალობა და საქართველოსთან მიმართებაში, ევროპა არის ულტიმატუმი?" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის საარჩევნო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი, ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობს.

ის ამბობს, რომ ულტიმატუმებით საუბარი ანტიევროპულია. 

"თქვენ თუ ევროპელ პოლიტიკოსებს მოუსმენთ, ევროპა არის კომპრომისი, ევროპა არის დიალოგი, გამჭვირვალობა და საქართველოსთან მიმართებაში, ევროპა არის ულტიმატუმი? ანუ, ევროპასთან ჩვენი დაახლოება ულტიმატუმების გზაზე გადის? ამერიკაში პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ამბობს, რომ უნდა აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა სკოლებში, გენდერული მონიშვნა უნდა გაკეთდეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი - კაცი და ქალი. გაწყვიტონ მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. ამას ხომ ვერ გაბედავენ? აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ ულტიმატუმი, რასაც ისინი აყენებენ, ეს აბსოლუტურად ანტი ევროპული მოვლენაა. რომ გვეუბნებიან, რომ თქვენ გაქვთ სურვილი რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობა იყოს გამჭვირვალე, ხომ არავინ არ კრძალავს, კორექტირებას ხომ არ უწევს, რა გააკეთოს? ეს ხომ არ არის ამ კანონის შინაარსი ხომ? ერთადერთი არის, რომ იყავი გამჭვირვალე. თუ ამას გვეუბნებიან, რომ ეს არის ანტი ევროპული მოვლენა, ამაზე გვინდა დიალოგი", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები