24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
მაშინ კარგი იყო საქართველო, როცა ჯარისკაცებს გზავნიდა საზღვარგარეთ? თუ მაშინ იმიტომ გვეხმარებოდნენ, რომ ქართველი ჯარისკაცის ავღანეთში გაგზავნა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გერმანელის? - ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე

მაშინ კარგი იყო საქართველო? თუ ისე არის საქმე, რომ მაშინ იმიტომ გვეხმარებოდნენ, რომ უფრო იაფი ჯდება ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა ავღანეთში, ვიდრე გერმანელი ჯარისკაცის? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის საარჩევნო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი, ირაკლი ქადაგიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს და გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმაურება.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩი მოუწოდებდა საქართველოს, "რევოლუციის მოხდენის საუკეთესო ჟამი არის დღესო".

"ბატონი ელჩი [გერმანიის] მოგვიწოდებდა ჩვენ, რევოლუციის მოხდენის საუკეთესო ჟამი არის დღესო. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, რომ გერმანიის ელჩი თავს უფლებას აძლევს რევოლუციების დაანონსებას ჩვენს ქვეყანაში. შენიღბვა უნდოდა ბერლინის კედლის დანგრევით, მაგრამ რეალურად, ეს რევოლუციისკენ მოწოდების ფრაზა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში იქნა გავრცელებული - ეს ერთი.

მეორე - სამწუხარო არის და მე ეს ერთხელ უკვე აღვნიშნე, როდესაც საქართველო უდიდესი კონტრიბუცია შეიტანა ერაყში, ავღანეთში, აფრიკის ქვეყნებში, სადაც ევროკავშირი არ იღებდა მონაწილეობას, ერიდებოდა, სადაც ევროპული ნატო-ს სახელმწიფოების კონტინგენტები შეზღუდული იყო და საქართველოს კონტინგენტი ძალიან დიდად იყო და მძლავრად იყო წარმოდგენილი. მაშინ კარგი იყო საქართველო? თუ ისე არის საქმე, რომ მაშინ იმიტომ გვეხმარებოდნენ, რომ უფრო იაფი ჯდება ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა ავღანეთში, ვიდრე გერმანელი ჯარისკაცის გაგზავნა ავღანეთში? სადამდე მიდიან უყურებენ ეს ადამიანები ამას? რა აშფოთებთ? ის აშფოთებთ, რომ საქართველო რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ შევიდა? ენჯეო თუ გამჭვირვალე იქნება, ეს საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო თანამშრომლობას შეუშლის ხელს? თვითონაც არ იციან, მაგრამ ჩვენ ვიცით რა აშფოთებთ. სამწუხაროდ, არ შეიძლება ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოთი ასეთი მანიპულირება. ეს არ ესმის ამ ოპოზიციას იმიტომ, რომ ხელი აქვს მოწერილი ყველაფერზე, ოღონდ კი ხელისუფლებაში მოვიდნენ. თვითონ ვერ მოდიან და არიან ახლა ასეთი განცხადებების იმედად დარჩენილები", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერიმა განაცხადა, რომ "სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და ამას საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება მოჰყვა".

დღის ამბები