24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, აქციის მონაწილეები აკონტროლებენ - მათ რკინის კარი და გისოსები გაარღვიეს

ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქციის მონაწილეები აკონტროლებენ. მათ რკინის კარი და გისოსები გაარღვიეს და ორივე შენობაში შეიჭრნენ. დარბეულია ბჟანიას კაბინეტი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ძალოვნები აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდნენ. ნაწილი ადგილზე რჩება, ნაწილმა კი შენობა დემონსტრანტების ტაშის ფონზე დატოვა. ბჟანია დაცვამ სამთავრობო კვარტლიდან გაიყვანა, მოგვიანებით მან სოხუმიც დატოვა. მალევე გაავრცელა განცხადება, რომ მზადაა ნახევარ საათში ოპოზიციასთან შეთანხმება მოამზადოს და სრულ დათმობაზე წავიდეს.

ახლა ოპოზიცია ბჟანიას წინადადებას აღარ იღებს და უკვე მის გადადგომას ითხოვს. შეტაკებების დროს 8 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც დღეს ეგრეთწოდებულ პარლამენტს უნდა მიეღო და რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესი პრივილეგიებით დაიწყონ.

დღის ამბები