24 დეკემბერი 2024,   07:41
ვრცლად
საქსტატის დირექტორი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს და ინტერ-რელიგიური სათათბიროს წევრებს შეხვდა

საქსტატის დირექტორი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს და ინტერ-რელიგიური სათათბიროს წევრებს შეხვდა. მთავარი თემა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იყო.

გოგიტა თოდრაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია როგორ წარიმართება პროცესი და რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა. პროცესი, რომელიც უწყებამ გუშინ დაიწყო, 19 დეკემბრამდე გაგრძელდება.

"გარკვეულ წილად მოწოდება გაკეთდა ჩვენი და სახელმწიფოს მხრიდან, რომ საქართველოში არსებულმა ყველა რელიგიურმა ორგანიზაციამ თავიანთ მრევლში მოუწოდონ რომ იაქტიურონ, რომ ვიცოდეთ რამდენი ვართ, ვიცოდეთ, რამდენი აღმსარებლობის ადამიანი გვყავს,“ - ამბობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე.

დღის ამბები