24 დეკემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მზადყოფნა გამოავლინოს - Reuters

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, შოლცმა პუტინს მოუწოდა, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, რათა ეს შესაძლებელი გახადოს "სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა".

"როიტერი" გერმანიის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ერთსაათიანი საუბრის დროს შოლცმა მოითხოვა რუსული ჯარების გაყვანა უკრაინიდან და კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

"კანცლერმა რუსეთს მოუწოდა, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით. შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა სპიკერმა," - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.

ამასთანავე, სპიკერის თქმით, პუტინთან საუბრამდე შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა და მას უთხრა, რომ პუტინთან კომუნიკაციის შედეგებზე ინფორმაციას მიაწვდის.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ბოლო პირდაპირი კომუნიკაცია 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.

დღის ამბები