24 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
რუსული მედია: პუტინმა შოლცს განუცხადა, რომ უკრაინასთან შესაძლო შეთანხმებების მისაღწევად, აუცილებელია კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების და ახალი ტერიტორიული რეალობის გათვალისწინება

პუტინმა შოლცს განუცხადა, რომ შესაძლო შეთანხმების მისაღწევად, უკრაინასთან უნდა იყოს გათვალისწინებული ახალი ტერიტორიული რეალობა, უნდა აღმოიფხვრას კონფლიქტის ძირეული მიზეზები და რუსეთის ინტერესები იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოების სფეროში - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

"პუტინმა გაიხსენა, რომ მიმდინარე კრიზისი ნატოს მრავალწლიანი აგრესიული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ტერიტორიაზე ანტირუსული
პლაცდარმის შექმნას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების იგნორირებასა და რუსულენოვანი მაცხოვრებლების უფლებების გათელვას," - წერს რუსული მედია პრესრელიზზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დაურეკა ვლადიმერ პუტინს - პოლიტიკოსებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

დღის ამბები