ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ, ე.წ. სამთავრობო შენობებიდან სამხედრო ტექნიკა გაიყვანა. ამის შესახებ მედიას ე.წ. თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
"თავდაცვის სამინისტროს სარემონტო ჯგუფები ტექნიკას შეაკეთებენ და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დააბრუნებენ", - აღნიშნულია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ე.წ. ოპოზიციის ქმედებები არშემდგარი რევოლუციის სცენარს ჰგავს.
დე ფაქტო პრეზიდენტის განმარტებით, ძალაუფლების გადაცემა მხოლოდ ხალხის ნების შესაბამისად შეიძლება მოხდეს.
"მე მზად ვარ, დავთმო ჩემი პოსტი ვადამდე ადრე. პირველ პირად დარჩება ვიცე პრეზიდენტი და იქნება ხელახალი არჩევნები. კიდევ რა დიალოგზე შეიძლება აქ საუბარი იყოს?!", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.