22 დეკემბერი 2024,   14:56
ვრცლად
აშშ უკრაინას, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეებში, შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული იარაღის გამოყენების ნებას რთავს - ბაიდენის ადმინისტრაცია ზელენსკის მოთხოვნას აკმაყოფილებს

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმეთვიან მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეებში, შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული იარაღის გამოყენების ნებას რთავს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება რუსეთის ძალებში ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგების პასუხია. ასევე, დასავლური მედიის ინფორმაციით, უკრაინას დიდი რადიუსის მქონე რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების ნება დართო საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ.

გადაწყვეტილებას ვედეომიმართვით გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტიც. გიტანას ნაუსედას თქმით, "ეს დღე დადგა, ეს გადამწყვეტი მომენტია, რადგან სიმშვიდე სისუსტით ვერ მიიღწევა, მშვიდობა ძლიერის ჯილდოა".

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, პრეზიდენტმა ბაიდენმა ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვასა იმ ენით უპასუხა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ესმის.

დღის ამბები