18 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ComCom-ის მედიააკადემია ნინო შუბლაძის მასტერკლასს გთავაზობთ

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის "მასტერკლასს" ტელეწამყვანისა და პროდიუსერის, ნინო შუბლაძის ონლაინ ლექციების სერია დაემატა, რომელიც ჟურნალისტიკით და ახალი ამბების პროდიუსინგით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი. მასტერკლასის ფარგლებში, ნინო შუბლაძე 25 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ექსკლუზივის მოპოვების სირთულეებზე; ინტერვიუს ტექნიკებზე; საგანგებო ამბების გაშუქებისას ნიუსრუმის გამოწვევებზე; ასევე, საინფორმაციო გამოშვებისთვის რეპორტაჟის მომზადებასა და ამ პროცესში, ახალი ამბების პროდიუსერისა თუ მენეჯერის დილემებზე საუბრობს.

მედიააკადემიის "მასტერკლასი" ნინო შუბლაძესთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 16 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანი, რეპორტიორი დავით კაკულია, პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.

შეგახსენებთ, რომ "მასტერკლასი" მედიააკადემიის იუთუბ არხზეა განთავსებული და დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო ცოდნა სრულიად უფასოდ, პროფესიონალი ავტორებისგან მიიღონ. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

დღის ამბები