18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ საჰილ ბაბაევს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ საჰილ ბაბაევს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც, ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა, განიხილეს შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

მიხეილ სარჯველაძე, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი კლიმატისადმი მედეგი მომავლისათვის, ადამიანთა განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაა.

კონფერენციის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, მონაწილეობას მიიღებს თემატურ სესიებში, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს.

დღის ამბები