19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
როგორ ვითარდებოდა მოვლენები თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში

სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე გამთენიისას გამოჩნდნენ. დემონსტრანტებმა დილის 6:00 საათისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე ბარიკადები აღმართეს - ამ მიზნით, მათ ადგილზე ნაგვის ურნები მიიტანეს, მანამდე კი ტერიტორია ქვიშით სავსე ტომრებით ჩახერხეს.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან დემონსტრანტებმა კარვები დაყარეს და მათ ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ აირწინაღებიც.

ამ დროისთვის, თსუ-ის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან თავისუფალია - სამართალდამცველებმა აიღეს კარვებიც.

იქამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია კონსტრუქციებისგან და პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოეხატათ.

დღის ამბები