24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"უცხოეთიდან ვერავინ ვერ იქნება ჩვენი ხალხის ისეთი მხარდამჭერი, როგორც ამას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება" - დავით მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან ვერავინ ვერ იქნება ქართველი ხალხის ისეთი მხარდამჭერი, როგორც ამას აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება.

მისი განმარტებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლებაზე უფრო მეტად, საქართველოს ის განცხადებები დაეხმარება, რომელიც დასავლეთიდან მოდის, ძალიან ცდება.

"უცხოეთიდან ვერავინ ვერ იქნება ჩვენი ხალხის ისეთი მხარდამჭერი, როგორც ამას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლებაზე მეტად ის განცხადებები დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომელიც დასავლეთიდან მოემართება, ძალიან ცდება. სწორედ ამის იმედზე იყო სოფო ჯაფარიძე და მთელი რადიკალური "ნაცმოძრაობა" არჩევნებამდე, რომ დასავლეთიდან მიღებული ინფორმაციით, მესიჯებით და მაშველი რგოლებით ისინი შეძლებდნენ და არჩევნებს მოიგებდნენ. არ დადიოდნენ, ხალხის შეხედულებებს, აზრებსა და პრობლემებს არ ეცნობოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა, უდიდესი კრახი განიცადეს და თვითონ გახდნენ იმ ტყუილების მსხვერპლი, რომლის საზოგადოებისთვის მიწოდებას ცდილობდნენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები