სლოვენიაში, პრეკმურჯის ოლქში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 3 პირი დაიღუპა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავით გასეირნება ერთ-ერთი მგზავრის საჩუქარი იყო. თვითმფრინავში სულ 3 ადამიანი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ნისლიანი ამინდი გახდა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.