24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ვარშავის ჩამდინარე წყლებში, პოლიომიელიტის მუტირებული ვირუსი აღმოაჩინეს

პოლონეთში, ვარშავის ჩამდინარე წყლებში, პოლიომიელიტის მუტირებული ვირუსი აღმოაჩინეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.


ექსპერტების განმარტებით, ეს არა ვაქცინების მიერ დასუსტებული შტამი, არამედ ვირუსია, რომელმაც ადამიანებში გავრცელებისას მრავალი მუტაცია განიცადა.

მედიკოსების განცხადებით, ვირუსი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის წარმოადგენს საფრთხეს, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებია. მათი თქმით, ვირუსი მძიმე დაავადებებს და ორგანიზმის პარალიზებას იწვევს.

დღის ამბები