24 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს საღამოს 19:00 საათზე გააცნობს

ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს საღამოს 19:00 საათზე გააცნობს. მანამდე, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პარტიები მხარდამჭერებს მოუწოდებენ დემონსტრაციას სწორედ აქ შეუერთდნენ.

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, დილის შემდეგ, სიმშვიდეა. სურათი უცვლელია - პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთის პირისპირ დგანან. გზა ისევ გადაკეტილია.

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუჩა არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი უფლებები

"ეს არის რეჟიმის სახე - იმოქმედოს ყველგან, აქციაზე ადამიანები დააშინოს, ვიღაცები დააკავოს, შემდეგ სასამართლოში დაიბაროს, შემდეგ აქტივისტები და ახალგაზრდები დააკავოს. ჩვენი ერთადერთი სათქმელი და დასაცავი არის ქუჩა, სადაც უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები