24 დეკემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ანდრეს ბრეივიკი ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი დღეს სასამართლოში გამოცხადდება, გავრცელებული ინფორმაციით, 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს. ეს იქნება ბრეივიკის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე მეორე განცხადება.

ბრეივიკს 21 წელი აქვს მისჯილი. ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შესაძლოა, გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე ის საზოგადოებისთვის საფრთხედ ჩაითვლება.

2011 წელს, ანდერს ბრეივიკმა ოსლოში, პრემიერ-მინისტრის ოფისთან ახლოს ააფეთქა მანქანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, შემდეგ კი კუნძულ უტოიასკენ გაემართა და ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა, მათ შორის იყო ქართველი გოგონაც.

დღის ამბები