24 დეკემბერი 2024,   07:33
ვრცლად
"საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს ითანამშრომლოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან" - რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დეტალებს აქვეყნებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დეტალები - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს. მისი თქმით, საბოლოოდ ევროკავშირის ლიდერებს, "ქართულ ოცნებასთან" მოუწევთ მუშაობა, რადგან ევროკავშირს არ აქვს ფართო არჩევანი. გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბების პირდაპირი მტკიცებულება.

"საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს ითანამშრომლოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომელთაც მე ვესაუბრე, გარკვეულად არსებობს განცდა, რომ ისინი ერთადერთი მოთამაშეები არიან და სინამდვილეში ევროკავშირს არ აქვს ფართო არჩევანი. ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირისთვის პრობლემის ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს, უდავო მტკიცებულება როდესაც საქმე ეხება თაღლითობასთან დაკავშირებულ ფართოდ გავრცელებულ ბრალდებებს. არსებობს სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებზე 54%-იანი მხარდაჭერა მიიღო, თუმცა ეს გასაკვირი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოს არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნებას, შესაძლოა სამი თვე დასჭირდეს. ახლა ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი ლოდინის გარდა,"- ამბობს რიკარდ იოზვიაკი.

დღის ამბები