24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
"ადგილზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს" - ვაჟა სირაძე

"გარკვეულმა პირებმა გამოხატეს აგრესია, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციული წესით იქნენ დაკავებულები", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცველებს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც დემონსტრანტებმა დრონის საშუალებით, საღებავები და გარკვეული სახის ბოთლი ჩამოაგდეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველები კვლავ რჩებიან ტერიტორიაზე და უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგს.

"გარკვეულმა პირებმა გამოხატეს აგრესია, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციული წესით იქნენ დაკავებულები. საზოგადოებამ და მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაინახეს თუ რა სახის ქმედებებს ჩადიოდნენ, ერთ-ერთი იყო ის, რომ დრონის საშუალებით ჩამოგადეს საღებავები და გარკვეული სახის ბოთლი.

სისტემატურად ხდება განმარტება, რომ მოექცნენ კანონის ჩარჩოებში. მედიის მიმართებაში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, პოლიციელების მიმართ, საზოგადოების მიმართ, რაზედაც გარკვეული რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მათ, რომ თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში, კანონის სრული დაცვით.

დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იციან მათმა ლიდერებმა აღნიშნული, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთ ქმედებებზე მიდიან, რაც იწვევს როგორც საზოგადოების გაღიზიანებას, ასევე გარკვეულ სამართალდარღვევებს.

კონსტრუქციები და გარკვეული სახის ნივთები, რომელიც უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული სავალ ნაწილზე მოხდა მათი ჩამორთმევა. კვლავ აგრძელებენ სავალი ნაწილის შეზღუდვას. ადგილზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს", - განაცხადა ვაჟა სურაძემ.

დღის ამბები