24 დეკემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ლიდერები, დემონსტრაციას კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე მართავენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, საპროტესტო აქციას კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე აგრძელებენ.

მანამდე, აქციის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩაზე იყვნენ შეკრებილები, მოგვიანებით კი მათ ვარაზისხევის მიმდებარედ გადაინაცვლეს. ადგილზე დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებლები. ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ადგილზე მიიტანეს კარვები, რომლებსაც კვლავ გაშლიან.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მთავარი გეგმა უწყვეტი პროტესტის გაგრძელებაა, მანა სანამ მიზანს - ხელახალ არჩევნებს არ მიაღწევენ.

კომენტარი გააკეთეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც. "ერთიანობა - ძლიერი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბოლო სამი დღის პროტესტის უცვლელ ადგილას დარჩებიან.

"დღე მესამე, აქ ვართ, აქ ვრჩებით, არსად არ მივდივართ, აქ ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს, ეს არის ხალხის განცხადება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ტერიტორიაზე იდგებიან იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მისივე თქმით ადგილზე ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი მოგვარდება.

"ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა, ახლა აქ ვორგანიზდებით. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, დღეს ღამე დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი რამდენიც საჭიროა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები