პროტესტის მესამე ღამე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვიან ღამით, არაერთი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის.
დემონსტრანტები ამბობენ, პირები, რომლებიც მათ გამოწვევას ცდილობდნენ, პროვოკატორები იყვნენ. რამდენიმე მათგანი საპატრულო პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.