24 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
"პარლამენტის პირველ სხდომას არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციის ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება" - გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მანდატებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოზიციები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, თავისივე ამომრჩეველი მოატყუა.

მისი განმარტებით, პარლამენტის პირველ სხდომას არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში "ოპოზიციის ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება".

"ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის თავისივე ამომრჩეველი მოატყუა. ისინი მათ ეუბნებოდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ 61 განაცხადს, სადაც ისინი იტყვიან, რომ პირველივე სხდომაზე 61-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი ჩავაბარებთ კანცელარიას განცხადებას უფლებამოსილები შეწყვეტასთან დაკავშირებით. სად არის 61 განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით?! ამას ოპოზიციისგან თავისივე ამომრჩეველი ითხოვს. ნურას უკაცრავად, თქვეს, რომ დავიღალეთო, დავისვენებთო, მერე ახალ წლებზე გადავიტვირთებითო, ხელფასებს, რა თქმა უნდა, ავიღებთო და თებერვალში ვნახავთ რას გავაკეთებთო. ოპოზიციის ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება პირველ სხდომას არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები