24 დეკემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"ოპოზიციის მხრიდან მაქვს მოლოდინი, რომ ცოტა ხანი კიდევ იჭიჭყინებენ ქუჩაში, მაგრამ საგაზაფხულო სესიის დროს მათი უმრავლესობა შემოვა პარლამენტში" - ეკა სეფაშვილი

"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცოტა ხანს კიდევ "იჭიჭყინებს" ქუჩაში და საგაზაფხულო სესიის დროს, მათი უმეტესობა პარლამენტში შევა.

მისივე თქმით, ოპოზიცია 2020 წლის სცენარის განმეორებას ცდილობს.

"ოპოზიციის მხრიდან მე მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ცოტა ხანს კიდევ იჭიჭყინებენ ქუჩაში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის დროს, მათი უმრავლესობა აუცილებლად შემოვა პარლამენტში. მსგავსი სცენარი ჩვენ უკვე ვნახეთ 2020 წელს და ახლაც ისინი მსგავსი სცენარის განვითარებას ცდილობენ. ტელეკამერების წინ კეკლუცობენ, რომ განცხადებებს დაწერენ და არ შევლენ, მაგრამ ახლა დაწერილი ნებისმიერ განცხადება ფარატინა ქაღალდია", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები