24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
1 დაღუპული და 650 000 ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტი - ვაშინგტონს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს

აშშ-ში, ვაშინგტონში, ძლიერი ქარის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ქარიშხლის შედეგად 650 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლის ქალია, რომელსაც უსახლკაროთა თავშესაფარში ხე დაეცა.

წყნარი ოკეანიდან ტენიანობის უზარმაზარი ნაკადი, რომელსაც "ატმოსფერულ მდინარეს" უწოდებენ, სამშაბათს შუადღისას დასავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს და სავარაუდოდ, პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება.

მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ციკლონად გადაიქცევა, რაც ნიშნავს, რომ ქარიშხლის ეპიცენტრში, წნევა 24 საათში 24 მილიბარით დაიკლებს.

დღის ამბები