24 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არიან ჯაშუშები, მავნებლები და მოღალატეები - ეკა სეფაშვილი

ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის - მმართველ გუნდში ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ქვეყნის ღალატს უწოდებენ.

"ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ გაგზავნილი წერილი ბრიუსელში, ეს არის მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ხალხი არიან ჯაშუშები, მავნებლები და მოღალატეები.

ამ წერილში ითხოვენ რას ევროკავშირისადმი, რომ მოდით ჩვენ ვიქნებით თქვენი კოლონია, კოლონიას როგორც ექცევით ისე მოგვექეცით ჩვენ, არ გვინდა დამოუკიდებლობა, დასაჯეთ ჩვენი ქვეყანა, დასაჯეთ ჩვენი საზოგადოება, შეგვიწყვიტეთ ვიზალიბერალიზაცია, დაგვიწესეთ სანქციები იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ არჩევნებში, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ქვეყანაში მომხრეები - აი ეს არის ამ წერილის შინაარსი და ეს არის ძალიან დიდი სირცხვილის ლაქა საქართველოს ისტორიაში," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი ეკა სეფაშვილი.

ცნობისთვის, ოთხმა ბარიერგადალახულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილობით მიმართა და მოუწოდა ევროკავშირს დაიწყოს გამოძიება, გააკეთოს მკაფიო განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, გააჩეროს ყველა ოფიციალური კომუნიკაცია და ფინანსური დახმარება, ასევე მოუწოდოს საქართველოს მთავრობას არ მოიწვიოს პარლამენტის სხდომა.

დღის ამბები