03 დეკემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ საპარლამენტო საქმიანობაში არ მოხდეს ჩვენი ჩართვა" - ირაკლი ფავლენიშვილი

25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული. "ქართული ოცნება" ოპონენტების განცხადებების მიუხედავად დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანოში საბოლოოდ მარტო არ დარჩება.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას აპირებს. თავად ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არჩევნებს და ამ შედეგებით დაკომპლექტებულ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს არ აღიარებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ამ საპარლამენტო საქმიანობაში მათი ჩართვა არ მოხდეს.

"ამ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულები არ ვიქნებით, არც დროებითი და არც მუდმივი მანდატებით. ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ საპარლამენტო საქმიანობაში არ მოხდეს ჩვენი ჩართვა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები