ხაშურში სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა. მოზარდებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს - ისინი მიდიოდნენ საჯარო სკოლებთან და შეძახილებით მოუწოდებენ თანატოლებს გაფიცვისკენ. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ ზუგდიდშიც. თავდაპირველად ისინი ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც აქცია-მსვლელობით ზუგდიდის ქუჩებში გადაინაცვლეს. მათ თანატოლები პერიოდულად სხვა სკოლებიდანაც უერთდებოდნენ.