04 დეკემბერი 2024,   12:02
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი: "ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება ბევრად აღემატება ბელორუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ხარისხს, დიდწილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც"

"ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება ბევრად აღემატება ბელორუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ხარისხს, დიდწილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

"გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება რომელსაც გადაჭარბების გარეშე მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს.

ის ბევრად აღემატება ბელორუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან, იმპროვიზაცია და ის რისი სწავლა ალბათ შეუძლებელია თუ თანდაყოლილი არ გაქვს შეუპოვრობა და სამშობლოსთვის თავდადება,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები