ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება - ბარიერგადალახული პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე 9 საათზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.
მანამდე კი მსვლელობები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან დაიწყო. კულტურის სფეროს წარმომადგენლები მეტრო რუსთაველთან შეიკრიბნენ, სტუდენტები და ლექტორები კი - ილიას უნივერსიტეტთან.
ორივე ლოკაციიდან დაწყებული მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უნდა დასრულდეს. მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.