პაკისტანში სექტანტურ ძალადობას 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30 პირი. ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. Reuters-ის ცნობით, პაკისტანის ერთ-ერთ რაიონში შეიარაღებული პირების მიერ თავდასხმები გასული კვირის ბოლოს დაიწყო.
"შურისძიების მიზნით, მათ გადაწვეს ბენზინგასამართი სადგურები და დააზიანეს ქონება", - ამის შესახებ ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Reuters-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, გასულ კვირას უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგზავრო ავტომობილებს, შედეგად კურამის რაიონში, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ რაიონში შეიარაღებული შიიტი და სუნიტი მუსლიმები ათწლეულების განმავლობაში ჩართულნი არიან ტომობრივ და სექტანტურ დაპირისპირებაში, ავღანეთის საზღვართან მდებარე მიწის გამო.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა შიიტი იყო, რამაც შეიარაღებული დაჯგუფებების საპასუხო თავდასხმები გამოიწვია.