24 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში - ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნებას" - გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე

მმართველ გუნდი ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ცდილობენ, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ და საკუთარ მხარდამჭერებს ძალადობისკენ უბიძგონ.

სახელისუფლებო პარტიამ დღეს ოპოზიციას ასევე მიუთითა, რომ გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

"ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში" - ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნებას; ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას; ხელს შეუშლიან იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას - უმრავლესობას თუ ოპოზიციის მხარდამჭერებს წარვუდგინეთ სულ ახლახან (და რომელიც გულისხმობს ქვეყნის გადარჩენას, სამშვიდობოზე გაყვანას). აი, ამას შეუშლიან ხელს. ამას უკვე აღარც მალავენ," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დელეგატი. 

დღის ამბები