25 ნოემბერი 2024,   15:15
ვრცლად
მათ პარლამენტში საქმიანობითაც პროფესიონალიზმი დაადასტურეს, დარწმუნებული ვარ, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ - გიორგი კახიანი საკადრო ცვლილებებზე

მთავრობაში საკადრო ცვლილებებია - საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილია; იუსტიციის მინისტრის პოსტზე რატი ბრეგაძეს ანრი ოხანაშვილი შეცვლის; სოფლის მეურნეობის უწყებას კი დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს.

"ქართული ოცნება" სამთავრობო შემადგენლობას დღესვე წარადგენს. საკადრო გადაწყვეტილებაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები - ხელისუფლების წარმომადგენლებს მინისტრების კანდიდატებად წარდგენილების კომპეტენტურობაში ეჭვი არ ეპარებათ.

"ისინი პარლამენტში საქმიანობენ და პარლამენტში საქმიანობითაც მათ თავიანთი კომპეტენტურობა და თავიანთი საკუთარი პროფესიონალიზმი დაადასტურეს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობაშიც, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ისინი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი გიორგი კახიანი.

დღის ამბები