25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებს ხელ-ფეხს და სხვადასხვა ნივთებს ურტყამენ - ამ ფორმით ისინი ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას აპროტესტებენ

მას შემდეგ, რაც ახალი მოწვევის პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება ცნეს და პარლამენტის თავმჯდომარე აირჩიეს, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია ხმაურიანი გახდა -აქციის მონაწილეები პროტესტის მიზნით, პარლამენტის შენობაზე აღმართულ რკინის ჯებირს ხელ-ფეხსა და სხვადასხვა საგნებს ურტყამენ, რათა ამ ფორმით ხმაური გამოიწვიონ.

გარდა ამისა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით კვერცხებს ისვრის. პარლამენტთან საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.

დღის ამბები