27 დეკემბერი 2024,   16:49
ვრცლად
პარლამენტმა XI მოწვევის 150 დეპუტატის უფლებამოსილება 88 ხმით ცნო

88 ხმით პარლამენტმა 150 დეპუტატთა უფლებამოსილება ცნო - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა.

სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა.

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, 150-კაციან პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა, "კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ" - 19 მანდატი (11, 03%), "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ" - 16 მანდატი (10.17%), "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის“- 12 მანდატი (7,78%).

პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

დღის ამბები