27 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
"ინფორმაციას მივაწვდი თითქმის ყველა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის დარღვევაზე, რომელიც არეგულირებს და დანაშაულად აცხადებს ცალკეულ ქმედებებს ჩადენილს არჩევნების პერიოდში" - ნინო ლომჯარია

"მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირღვეოდა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც დანაშაულად აცხადებს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას, ხმის ფარულობის დარღვევას", - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში ნინო ლომჯარია მივიდა - ყოფილი სახალხო დამცველი და ორგანიზაცია "ჩემი ხმა ევროკავშირის" დამფუძნებელი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

საუბარია გამოძიებაზე, რომელიც არჩევნებს ეხება და რომელიც პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.

"ინფორმაციას მივაწვდი თითქმის ყველა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის დარღვევაზე, რომელიც არეგულირებს და დანაშაულად აცხადებს ცალკეულ ქმედებებს ჩადენილს არჩევნების პერიოდში. ჩემი ინფორმაციები შეეხება უფრო ბევრ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს.

იმდენად დეტალური იქნება ეს ინფორმაციები, კონკრეტული თავისი მტკიცებულებებით, მოწმეებით, ვიდეომასალებით, ფოტოსურათებით, საჩივრებით და ა.შ.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირღვეოდა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც დანაშაულად აცხადებს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას, ხმის ფარულობის დარღვევას", - აცხადებს საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტა" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია.

დღის ამბები