02 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ბათუმში, თბილისში მიმდინარე აქციების სოლიდარობის ნიშნად აქცია-მსვლელობა გაიმართა

ბათუმში აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხი წელი დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ისინი, ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

მთელი დღის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მსვლელობას მართავდნენ- ისინი თავდაპირველად შეიკრიბნენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამის შემდეგ გადაინაცვლეს, საზღვაო აკადემიასა და განათლების სამინისტროსთან, ბოლოს მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან- აქ აქციას განაახლებენ შვიდი საათისთვის - მსვლელობის დროს ისმოდა შეძახილები - "გაიფიცე".

დღის ამბები