დიდიე რეინდერსი, რომელიც გასულ შაბათამდე ევროკავშირის იუსტიციის კომისრის პოსტს იკავებდა, ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.
დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, რეინდერსი, სავარაუდოდ, ყიდულობდა ლატარიის ბილეთებს საეჭვო ფულით, რათა მოგება უკან, საკუთარ ანგარიშზე დაებრუნებინა.
ბელგიის ფედერალურმა პოლიციამ, სამშაბათს, რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა, რომლებიც ევროკავშირის იუსტიციის ყოფილ კომისართან არის დაკავშირებული. მედიის ცნობით, დიდიე რეინდერსის სახლებში ჩხრეკა ფულის გათეთრების საქმეზე ჩატარდა.
მედიის განმარტებით, აღნიშნული მისამართებზე, რეინდერსის კერძო რეზიდენციები მდებარეობს. თვითონ ევროკომისარი, პოლიციაში გვიან საღამომდე იკითხებოდა.
ჩხრეკა ფულის გათეთრების გამოძიების საქმის ნაწილია, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. გამომძიებლები რეინდერსის ვადის ამოიწურვას ელოდებოდნენ, რათა მას იმუნიტეტი აღარ ჰქონოდა და მის კუთვნილ სახლებში ჩხრეკის ჩატარება შესძლებოდათ.