დემონსტრანტების გარკვეული ნაწილი თბილისის მერიასთან იყვნენ შეკრებილები. მათ გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი. ამის შემდგომ, აქციის მონაწილეები მსვლელობით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიდიან. ისინი ცდილობენ ხმაური გამოიწვიონ, სკანდირებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.
მანამდე, რუსთაველის გამზირზე იყო დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს შორის. აქციის მონაწილეები ისროდნენ პიროტექნიკას სპეცრაზმის მიმართულებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კი ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ. ამ დროისთვის კი რუსთაველის გამზირი დემონსტრანტებისგან თავისუფალია.
პარალელურად, ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალი, რის საშუალებითაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ.