04 დეკემბერი 2024,   22:37
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წლის 4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.

ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის - იან
ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

მალტაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

დღის ამბები