მკვლელობა სენაკში - არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა. 46 წლის ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
“რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.