ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს.
"კურიერის" კორესპონდენტის ცნობით, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ, რა დროსაც პოლიციასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა, რის შემდეგაც სიტვიერი შელაპარაკება მოხდა.
ამის შემდეგ, პოლიციამ შემდეგაც ნიკა გვარამია დააკავა.
ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამია წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
პარალელურად, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ეზოში მობილიზებული არიან სამართალდამცველები.